გერმანიაში პოლიციის ოფიცერი 180 კილოგრამი ყველის ქურდობის ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლეს
გერმანიაში პოლიციის ოფიცერი 180 კილოგრამი ყველის ქურდობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გავრცელებული ცნობით, საპატრულო პოლიციის ოფიცერი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძახებაზე იყო გასული, სადაც ყველით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გზაზე იყო გადაბრუნებული.
ადგილზე მისულმა პოლიციის ოფიცერმა მძღოლს სატვირთოს სამაცივრე განყოფილებიდან 20 კილოგრამიან შეფუთვებში დაფასოებული ცხრა ერთეული დაუზიანებელი ჩედარის სახეობის ყველი გამოართვა, რომლის ჯამური ღირებულებაც 554 ევროს შეადგენდა.
მოგვიანებით პოლიციის ოფიცერმა სასამართლოში განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ყველის შენახვის პირობა დაირღვა და ყველის ნაწილი განადგურებისგან გადაარჩინა.
თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ქმედებით, ოფიცერმა რეპუტაციული ზიანი მიაყენა სამართალდამცავ უწყებას, რადგან პოლიციის თანამშრომლის მოვალეობაა ქურდობის აღკვეთა და ყველის დაბალ ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს.
შესაბამისად, რაინლანდ-პფალცის სასამართლომ პოლიციის ოფიცრის აპელაცია სამსახურში აღდგენასთან დაკაშირებით არ დააკმაყოფილა.