გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში პოლიციამ მთვრალი სანტა კლაუსი დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სანტა კლაუსმა მართვის კონტროლი დაკარგა და სახლის ფასადსა და გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.
„სახლის ფასადი სერიოზულად დაზიანდა, სანტა კლაუსის საშობაო საჩუქრები არ დაზიანებულა“, – აცხადებენ პოლიციაში.
პოლიციის ინფორმაციით, სანტა კლაუსს მართვის მოწმობა ჩამოართვეს და გამოძიება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ფაქტზე დაიწყო, თუმცა სანტა კლაუსი აცხადებს, რომ საჩუქრებს უახლოეს მომავალში დაარიგებს.