ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილის აღსანიშნავად, გერმანულმა გამომცემლობამ Arco Verlag- პოეტის პოეზიის კრებული გამოსცა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების სრული კრებული გერმანულ ენაზე ითარგმნა.
პროექტი „ფიქრნი მტკვრის პირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. წიგნი უკვე ჩაეშვა გაყიდვაშიც.
გასულ წელს იუნესკო-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. ნიკოლოზ ბარათაშვილს დაბადებიდან 200 წელი შესრულდა.