გერმანიაში მყოფი არალეგალი მიგრანტები შესაძლოა, ციხეებში გადაიყვანონ
გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა დეპორტაციის შესახებ სადავო კანონი დაამტკიცა. საქმე ეხება პროექტს, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრის მაძიებლებს, რომელთაც გერმანიაში დარჩენაზე უარი უთხრეს, დეპორტაციამდე ციხეებში გადაიყვანენ.
გერმანელი პოლიტიკოსების უმეტესობა კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
კანონის მიღებას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ არალეგალი მიგრანტების თავშესაფრები გადავსებულია და ამიტომ აუცილებელია მათი ციხეებში გადაყვანა, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს კრიმინალებისგან განცალკევებით მოათავსებენ.
გერმანიამ 2018 წელს 23 600 ადამიანის დეპორტაცია მოახდინა, მაგრამ კიდევ 31 000-მა მიგრანტმა, რომელთაც ასევე დაავალდებულეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება, გერმანიაში დარჩენა მოახერხა.
იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ბუნდესტაგმა დეპორტაციის შესახებ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა, მაშინ ის ივლისიდან ამოქმედდება.