გერმანიაში, მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით სამი ადამიანი მოკლა, რამდენიმე პირი მძიმედაა დაშავებული
გერმანიაში, მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით სამი ადამიანი მოკლა, რამდენიმე პირი მძიმედაა დაშავებული

გერმანიის სამხრეთით, ქალაქ სოლინგენში, მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით სამი ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი მძიმედაა დაშავებული.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.

მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა. ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.