გერმანიაში ორ მიგრანტს არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ედება ბრალი
გერმანიაში ორ მიგრანტს არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დასდეს ბრალი.
გარდაცვლილი მოზარდი ქალაქ მაინცში ცხოვრობდა. 14 წლის გოგონას ცხედარი 3 ივნისს იპოვეს. მოკლული გოგონას შესახებ პოლიციას 13 წლის მიგრანტმა შეატყობინა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გოგონა გაუპატიურებულია. მათივე ცნობით, ამის შემდეგ ის მოკლეს, ხოლო ცხედარი ტყეში დამარხეს.
პოლიციამ უკვე დაადგინა ერთ-ერთი მოძალადის ვინაობა. ის 20 წლის ერაყელი ალი ბაშარია. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. სამართალდამცავების ცნობით, ალი ბაშარი თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ცხოვრობდა, თუმცა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში ოჯახთან ერთად ერაყში გაემგზავრა.
დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი, 35 წლის თურქი მამაკაცი პოლიციამ დააკავა და სასმართლოში უახლოეს დღეებში წარდგება.