გერმანიაში მიგრანტების მხარდამჭერი ანტიფაშისტური აქცია გაიმართა
გერმანიაში მიგრანტების მხარდამჭერი ანტიფაშისტური აქცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ კოტბუსში მიგრანტების მხარდამჭერი ანტიფაშისტური აქცია გაიმართა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, დემონსტრაციაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ როგორც გერმანელები, ისე არაბი მიგრანტები.

აქციის მონაწილეები გერმანიასა და ევროპაში ლტოლვილთა მიმართებაში სიძულვილის ტალღის შეჩერებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები. პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კოტბუსში გასული წლის არჩევნებში კანცლერ ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა ანტიიმიგრაციულ პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

მიგრანტების მხარდამჭერი აქციის პარალელურად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა მსვლელობა გამართეს. ანტიისლამური ლოზუნგებით მათ მიგრანტების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ზრდა გააპროტესტეს.
Reuters-ის ინფორმაციით, გასულ თვეში ორმა სირიელმა მოზარდმა 16 წლის გერმანელი ბიჭი დაჭრა დანით, მოგვიანებით კი სირიელ მოზარდთა ჯგუფი სავაჭრო ცენტრთან გერმანელ წყვილს დანით დაესხა თავს. მომხდარ შემთხვევებს ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები მოჰყვა.