გერმანიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში ხანძარს არასრულწლოვანი ემსხვერპლა
გერმანიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია ერთი ბავშვი. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
პოლიციის განცხადებით, ხანძარი ტურინგის შტატში, ლტოლვილთა თავშესაფარში ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე გაჩნდა.
როგორც ლტოლვილთა თავშესაფარში აცხადებენ, დაღუპულია ერთი ბავშვი და დაშავებულია ათი ადამიანი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პოლიციის ცნობით, გამოძიება „სრული სისწრაფით“ მიმდინარეობს.
თავშესაფარში დაახლოებით 245 ადამიანი იყო რეგიტრირებული, რომლებიც მეზობელ ქალაქებში არიან გადაყვანილი.