გერმანიაში, ლაიფციგთან ახლოს, „ფლიქსბასის“ კუთვნილი ავტობუსი ავტომაგისტრალზე მოძრაობისას გადატრიალდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი
„ბიბისის“ ცნობით, გერმანიაში, ლაიფციგთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. როგორც „ბიბისი“ იუწყება, „ფლიქსბასის“ კუთვნილი ავტობუსი ავტომაგისტრალზე მოძრაობის დროს გადატრიალდა.
მომხდარის ზუსტი მიზეზები ჯერ უცნობია.
დაუდასტურებელი ცნობებით, ავტობუსი ბერლინიდან ნურემბურგში მიემგზავრებოდა, საბოლოო დანიშნულება კი ციურიხი იყო. გავრცელებული ცნობით, ავტობუსში 53 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებდა.
საქსონიის ადგილობრივმა მთავრობამ დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.