გერმანიაში, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა
გერმანიაში, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

გერმანიაში, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

მედიის ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა.

კასელში მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდა ასობით ადამიანი, ამასთან გაიმართა კონტრაქციაც. პოლიცია მობილიზებული იყო ბერლინშიც, თუმცა ბრანდერბურგის კარიბჭესთან ზომების გასაპროტესტებლად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა.