გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 50 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 235 ადამიანი
გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.
გერმანიის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადება 50 196 ადამიანს დაუდასტურდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 235 ადამიანი ემსხვერპლა.
გერმანიაში 100 000 ადამიანზე ახალი შემთხვევების რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში 249-მდე გაიზარდა. გერმანელი ვირუსოლოგები აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში შესაძლოა, კიდევ 100 000-მდე ადამიანი ემსხვერპლოს. ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი უფრო მეტ ზეწოლას ახდენს არავაქცინირებულ მოქალაქეებზე. ორშაბათიდან, ბერლინი მოითხოვს ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების სერთიფიკატს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შედიან საჯარო ადგილებში, როგორიცაა რესტორნები, სპორტული დარბაზები და საპარიკმახეროები.