გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის გაზრდას ვარაუდობენ
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, – ამის შესახებ პროგნოზს რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის დირექტორი ლოთარ ვიელერი აკეთებს.
ინფორმციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„სიტუაცია ჯერ კიდევ ძალიან სერიოზულია. ბოლო კვირის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა. ამჟამად ჩვენ ზრდის ტენდეციას ვხედავთ“, – განაცხადა ვიელერმა.
გერმანიაში ბოლო რამდენიმე დღეა, ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 20 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.
პანდემიის დაწყებიდან დღმდე ქვეყანაში ვირუსით 20 372 ადამიანი დაიღუპა.