გერმანიაში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 94 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მაშტაბით ვირუსის 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„კოვიდ 19“-ის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში 161 703 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში ვირუსით ჯამში 6 575 ადამიანი დაიღუპა.