გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 37 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 154 ინფიცირებული
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 37 120 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 154 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 96 ათასი ინფიცირებული.