გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 507 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 507 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 507 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 5 პაციენტი, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9, 285-ს აღწევს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 237 936 ადამიანი დაინფიცირდა.