გერმანიაში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 179 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 2 055-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირებულია 154 999 ადამიანი. გარდაიცვალა 5 550 ინფიცირებული.
ამასთან, გერმანიაში ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 109 800 ადამიანი.