გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73 522-მდე გაიზარდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73 522-მდე გაიზარდა

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73 522-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რობერტ კოხის სახელობის ფედერალური ინსტიტუტი ავრცელებს. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 872 ადამიანი. მათ შორის 140 ადამიანი ბოლო 24 საათში.

ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 6156-ით გაიზარდა. გასული დღის მონაცემებთან შედარებით ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც ინფიცირებულთა აღრიცხვისთვის განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს, ავრცელებს ცნობას, რომ გერმანიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულია 77 601-ი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 933-ია.