გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე მივიდა. დემონსტრაცია გერმანიის სამხრეთით, ბოდენის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც პარალელურად, კონტრაქციაც მიმდინარეობდა.

„როიტერი“ წერს, რომ ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აღნიშნულ აქციებზე, დაახლოებით 10 500-11 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 300 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 9 500-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.