გერმანიაში კორონავირუსის 76 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 357 ადამიანი
გერმანიაში კორონავირუსის 76 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 357 ადამიანი

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 76 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსს ემსხვერპლა 357 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“ სულ 5 მილიონ 650 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. სულ კი, „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100 467-ს შეადგენს.