გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათში ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა.
სულ გერმანიაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 201 372 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიას ქვეყანაში 9 083 პაციენტი ემსხვერპლა.