გერმანიაში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 201 ინფიცირებული
გერმანიაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხეს. გარდაიცვალა 201 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ვირუსული ინფექცია 5 248 291 ადამინს დაუდასტურდა. სულ „კოვიდ-19“-ს გერმანიაში 98 739 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო დღეებში გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, რის გამოც მთავრობა აუცრელი მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.