გერმანიაში კორონავირუსის 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 436 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 216 327-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი. ვირუსული დაავადების მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 9 197 შეადგინა.