გერმანიაში კორონავირუსის 1144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 163-ით გაიზარდა
გერმანიაში კორონავირუსის 1144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 163-ით გაიზარდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი სულ 156 337-ს შეადგენს.

163-ით გაიზარდა ფატალური შემთხვევების რაოდენობაც და ბოლო მონაცემებით, გერმანიაში „კოვიდ-19“-ს უკვე 5 913 ადამიანი ემსხვერპლა.

გერმანიის მასშტაბით სხავდასხვა შეზღუდვების შერბილება უკვე დაიწყო, თუმცა პირბადეების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გერმანიის ყველა რეგიონში სავალებულო გახდა.