გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის 21 საათის განმავლობაში მიმდინარე ე.წ. პოზიციების გაცნობის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის, ქრისტიან-სოციალისტებისა და სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა საიმიგრაციო, საგადასახადო, ფინანსური და ჯანდაცვის პოლიტიკა.
ერთადერთი რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, 2020 წლისთვის გამონაბოლქვის 40%-მდე შემცირებაა.
მხარეთა პოზიციების გასაცნობად მოლაპარაკებები 3 იანვარს დაიწყო და გუშინ დასრულდა.
21 იანვარს მარტინ შულცის სოციალ-დემოკრატიული პარტია კონფერენციას გამართავს, სადაც წევრები კენჭს უყრიან საკითხს, დაიწყონ თუ არა კოალიციის ფორმირების გაფართოებული ფორმალური მოლაპარაკებები.