გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდი იწყება
გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდი იწყება. ანგელა მერკელის კონსერვატორები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ახალი მთავრობის ფორმირებას სოციალ-დემოკრატებთან.
გერმანია უკვე სამი თვეა ახალი მთავრობის გარეშე რჩება. მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც დღეს აიღებს სტარტს, ხუთი დღე გაგრძელდება. ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს მერკელის ბოლო შანსია ჩამოაყალიბოს მთავრობა. მოლაპარაკებების დროს მთავრი საკითხებად იმიგრაცია, საგადასახადო სისტემა და ჯანდაცვა იქნება.
ამავე დროს უკვე ცნობილია, რომ გერმანელების უმეტესობა აღარ უჭერს მხარს ე.წ. დიდ კოალიციას, რომელშიც მერკელის ბლოკი და მარტინ შულცის სოციალ-დემოკრატები უნდა შევიდნენ. ბოლო გამოკითხვებით, მსგავსი კოალიციის ჩამოყალიბებას მოქალაქეთა 52% მხარს არ უჭერს.გამოკითხულთა 54%-ი კი არჩევნების ხელახლა ჩატარების მომხრეა.
იმ შემთხვევაშიც კი თუ დღეს დაღებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, გერმანიას ახალი მთავრობა აპრილამდე არ ეყოლება.