გერმანიის ქალაქ კემნიცში გამართულ აქციაზე დაახლოებით სამასი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით Bild-ი იუწყება. პოლიციაში აცხადებენ, რომ აქციაზე ათიათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე დანაშაული დააფიქსირეს. დემონსტრაციის დროს დაშავდა 11 ადამიანი.
25 აგვისტოს საღამოს ქალაქ კემნიცში თავშესაფრის ორმა მაძიებელმა – 21 წლის ერაყელმა და 22 წლის სირიელმა ფიზიკური დაპირისპირების დროს გერმანიის მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. ორივე მიგრანტი დაკავებულია. ფაქტს კემნიცში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. აქციას ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფები შეუერთდნენ. დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა მიგრანტების გაძევებაა. ნაციონალისტების დემონსტრაციის პარალელურად, იმართება კონტრაქციებიც, სადაც ამტკიცებენ, რომ ორი დამნაშავის გამო, ომს გამოქცეული მიგრანტების გაძევება უსამართლობაა.