გერმანიაში კანცლერობის კანდიდატების დებატები გაიმართა
გერმანიაში კანცლერობის კანდიდატების დებატები გაიმართა

გერმანიაში კანცლერობის კანდიდატების დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობას იღებდნენ „ქრისტიან-დემოკრატების“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირის წარმომადგენელი, არმინ ლაშეტი, „სოციალ-დემოკრატი“ ოლაფ შოლცი და „მწვანეების“ ლიდერი ანალენა ბერბოკი.

გამოკითხვების მიხედვით, დებატებში გამარჯვება „სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელმა, ოლაფ შოლცმა მოიპოვა. დებატების მთავარი თემა „კოვიდ-19“-ის პანდემია, გადასახადები, ავღანეთის საკითხი და კლიმატური ცვლილებები იყო.

ახალი მთავრობის ფორმირებისთვის გერმანიაში არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდება.