გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი
გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი

გერმანიაში მიმდინარე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

როგორც რეზოლუციაში არის აღნიშნული, კონგრესის მონაწილეები მხარს უჭერენ სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის და მზადყოფნას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის და მზადყოფნას სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებისთვის. მათი მომავალი ევროკავშირშია და გვსურს, ეს რაც შეიძლება, მალე მოხდეს, მას შემდეგ, რაც შესრულდება ყველა კრიტერიუმი გაწევრიანებისთვის, მათ შორის კანონის უზენაესობა და დემოკრატია“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.