გერმანიაში აფთიაქების ძარცვაში ბრალდებული ქართველების ოჯახი დააკავეს.
გერმანული მედიის ცნობით, მამა, დედა და შვილი ქალაქ ბრეკვედეში აიყვანეს.
როგორც პოლიციაში ამბობენ, აფთიაქში მამა და შვილი შედიოდა.
16 წლის გოგონა დახლებიდან ნივთებს იპარავდა, ხოლო 34 წლის მამა ცდილობდა, ქალიშვილის საქციელი სათვალთვალო კამერას არ დაეფიქსირებინათ.
მამა-შვილს გარეთ, მანქანაში დედა ელოდებოდათ.
პოლიციამ დამნაშავეების დაკავება ჩასაფრების შედეგად შეძლო.
გერმანული მედიის ცნობით, სამივე დაკავებული წარმოშობით საქართველოდანაა.