გერმანიაში დღეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება
გერმანიაში დღეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება

გერმანიაში დღეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. დელეგატებმა უნდა გადაწყვიტონ, შექმნის თუ არა პარტია ე.წ. დიდ კოალიციას ანგელა მერკელის ბლოკთან. თუ კენჭისყრაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზე გადავა.

ყრილობა თბილისის დროით 14:00 საათზე გაიხსნება. როგორც ვარაუდობენ, ახალი მთავრობა გერმანიას, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილის დასაწყისში ეყოლება.
გერმანიაში მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები უკვე ოთხი თვეა უშედეგოდ გრძელდება. არჩევნების შედეგად მერკელის ბლოკმა გაიმარჯვა, თუმცა კაბინეტის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისთვის საჭირო მანდატები ვერ მიიღო.

ლიბერალებთან და მწვანეებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც მერკელმა დიალოგი მარტინ შულცთან და მის თანაგუნდელებთან დაიწყო.