გერმანიაში დაკავებულ სამ ქართველს პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიაში დაკავებულ სამ ქართველს პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში მაღაზიიდან პროდუქტების მოპარვაში ბრალდებულ ქართველებს ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Focus.de ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, პოლიციამ სამი ქართველი დააკავა, რომლებსაც სუპერმარკეტ “Am Kalkofen”-იდან პროდუქტების მოპარვაში ედებათ ბრალი.

თვითმხილველების თქმით, ბრალდებულებმა მაღაზიის დახლიდან საკვები პროდუქტები აიღეს და საფასური არ გადაიხადეს.

23, 27 და 32 წლის მამაკაცები პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. ერთ-ერთი მათგანი გერმანიაში არალეგალურად იმყოფებოდა. მას სასამართლომ ჯარიმა დაუწესა, დანარჩენი ორს კი ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.