გერმანიაში დააკავეს ამერიკელი ტურისტი, რომელიც აშშ-ის ორ მოქალაქეს დაესხა თავს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა
გერმანიაში დააკავეს ამერიკელი ტურისტი, რომელიც აშშ-ის ორ მოქალაქე ქალს დაესხა თავს. შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ინციდენტი ნოიშვაინშტაინის სასახლესთან მოხდა, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.
პოლიციის ცნობით, 30 წლის ამერიკელი მამაკაცი 21 და 22 წლის ამერიკელ ტურისტ ქალებს სასახლესთან შეხვდა და მათ ლამაზი ხედის სანახავად წასვლა შესთავაზა. ამის შემდეგ ის ერთ-ერთ ქალს თავს დაესხა, ხოლო როდესაც მეორე ქალმა მეგობრის დახმარება სცადა, თავდამსხმელმა ორივე ხევში გადააგდო.
სამაშველო ოპერაციის შედეგად ქალები ხევიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა კი მძიმეა.
თავდამსხმელი პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მას მკვლელობასა და სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი და ამჟამად ციხეშია გადაყვანილი.