გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 202 ადამიანი დაიღუპა.
„დოიჩე ველე“ გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
წინა დღესთან შედარებით, გერმანიაში მცირედით გაზრდილია როგორც კორონავირუსის მსხვერპლთა, ასევე ინფიცირებულების რაოდენობა.
კერძოდ, 28 აპრილს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 163 ადამიანი დაიღუპა და 1 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გერმანიაში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 157 641 შეთხვევაა დადასტურებული, 6 115 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსი უკვე 117 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.