გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 679 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 679 პირს დაუდგინდა.
ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან სულ ინფიცირების 163 175 შემთხვევაა გამოვლენილი.
შესაბამის მონაცემებს გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-სგან 43 ადამიანი გარდაიცვალა.
ამგვარად, მსხვერპლთა რაოდენობამ საერთო ჯამში 6 692 შეადგინა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
თუმცა, ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.