გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით 232 082 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შვიდით გაიზარდა და 9 267 გახდა.