გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 23 318 შემთხვევა გამოვლინდა, 483 პაციენტი გარდაიცვალა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 23 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 483 პაციენტი კი დაიღუპა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 157 514 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 18 517 ადამიანი.