გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 74 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 793-ით გაიზარდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 164 967 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 6812 პაციენტი.

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. მომავალი კვირიდან 11 და 12 წლის მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდებიან . მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვალდებულია, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში ნიღბები ატარონ.