გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 65 371 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 264 ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 65 371 პირს დაუდასტურდა, რაც პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მეტი შემთხვევაა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 264 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს ინფორმაციას.
წინა ანტირეკორდი 17 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც დღის განმავლობაში 52 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 5 195 321 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ოფიციალური ბერლინი ახლა ცდილობს ე.წ. 2G-ის წესის დანერგვას, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ აცრილებს და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს შეეძლებათ მუზეუმების, რესტორნების, კინოთეატრების, საცურაო აუზებისა და სხვა ობიექტების მონახულება.