გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 205 269 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება მსხვერპლს, „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში მონაცემები არ შეცვლილა. სულ ვირუსით გერმანიაში 9 118 ადამიანია დაღუპული.