გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 528 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 731 პაციენტი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 528-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული 731 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 530 000-ზე მეტი შემთხვევა, ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 27 006 შეადგინა.