გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გერმანიაში ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველად, ერთ დღეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 1045 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ასეთი მაჩვენებელი, 9 მაისის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსს 9175 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი 213 ათასს აღემატება.