გერმანიის ქალაქ კემნიცში ბინის გაქურდვის მცდელობისას ორი ქართველი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 33 და 35 წლის მამაკაცი მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულებს სახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩნდათ.
პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ დაპატიმრებულებს თანამზრახველებიც ჰყავდათ.
გამოძიება ცდილობს დაადგინოს, არიან თუ არა დამნაშავეები ქართველი მძარცველების ჯგუფის წევრები.