გერმანიაში, ბავარიის რეგიონში ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა
გერმანიაში, ბავარიის რეგიონში ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაიტბორა სარდაფები, სახლები, ქუჩები. სტიქიამ მოგლიჯა ხეები, რამაც ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ბავარიის ზოგიერთ რეგიონში სეტყვის ფენები 30 სანტიმეტრს აღწევდა.
სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. გერმანიის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, განსაკუთრებით, სანაპირო რაიონებში.