გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ერთდღიან გაფიცვას გეგმავენ
გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ერთდღიან გაფიცვას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, გაფიცვამ, შესაძლოა, დიდი შეფერხებები გამოიწვიოს ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰამბურგის, ბერლინისა და დიუსელდორფის აეროპორტებში.
ვერდის პროფკავშირის განცხადების თანახმად, გაფიცვა 7 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაიწყება და 8 თებერვლის 07:10 საათამდე გაგრძელდება.