გერმანიაში ავარიაში მოყვა ფურგონი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, დაიღუპა შვიდი ადამიანი
მედიის ცნობით, გერმანიაში კონტრაბანდაში ეჭვმიტანილმა პირმა, რომელსაც ფურგონით მიგრანტები გადაჰყავდა, საჭის მართვაზე კონტროლი დაკარგა.
ავარიის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, თექვსმეტი კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გერმანიის სამხრეთით, ერთ-ერთ ქალაქთან, მაგისტრალზე სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა მას შემდეგ, რაც ფურგონს პოლიცია აედევნა. ფურგონში 22 მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები და მძღოლი. დაშავებულები ამ დროისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.