გერმანიაში არბალეტით მომხდარი მკვლელობების მოტივი ცნობილია. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ბავარიის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, შუა საუკუნეებში გავრცელებული ფოლკლორული ტრადიციის მიმდევარი იყო და მოკლულ ქალებს მონებივით ექცეოდა.
გერმანული მედიის ცნობით, ტროსტენ ვ. ბავარიაში ორ ქალთან ერთად გარდაცვლილი 11 მაისს აღმოაჩინეს. არბალეტით ჩადენილი მკვლელობების ფარგლებში კიდევ ორი ცხედარი პოლიციელებმა სხვა ადგილას იპოვეს.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი სექტის ლიდერი იყო და ქალებს ფსიქოლოგიური მანიპულაციების საშუალებით აკონტროლებდა. სამართალდამცავების ცნობით, სწორედ მან აიძულა ქალებს თვითმკვლელობა.
პოლიცია მომხდარის გამოძიებას აგრძელებს.