გერმანიასა და ნიდერლანდებში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა – სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ნიდერლანდებში, ასევე სამი დაიღუპა გერმანიაში.
ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და გზიდან გადაყარა სატრანსპორტო საშუალებები. გერმანიასა და ნიდერლანდებში გაუქმდა ასობით ავიარეისიც.
ქარის სიჩქარე 140 კმ/ს აღწევს. ნიდერლანდების უმეტეს რაიონებში ასევე შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.
შტორმი დღეს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილსაც დაატყდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უამინდობამ ავტომაგისტრალებზე ქაოსი გამოიწვია.
გზების უმეტესობაზე ტრანსპორტის მოძრაობა წაქცეული ხეების გამო შეფერხებულია. ჩრდილოეთ რაინის-ვესტფალიის მიწაზე სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Deautsche Bahn-მა ყველა მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა.