გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანიას სურს, ევროზონის რეფორმასთან დაკავშირებით საფრანგეთთან შეთანხმებას მიაღწიოს.
როგორც ანგელა მერკელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროზონის რეფორმა მთელი ევროპისთვისაა აუცილებელი. მისივე თქმით, როდესაც გერმანია და საფრანგეთი თანამშრომლობენ, პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.
„განვიხილეთ ევროკავშირის თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხი და ეს არ არის მიმართული ნატო-ს პოლიტიკის წინააღმდეგ. დიდი პროგრესი იქნა მიღწეული ბრექსითის მოლაპარაკებებზე. ასევე მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული ესტონეთის პრეზიდენტობის დროს ციფრულ სფეროში განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.