გერმანიის ფედერაციას ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს. ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი და გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. ბუნდესტაგში ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.
ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და მარტინ შულცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ იმ საკითხებზე შეთანხმდნენ, რაც მთელი ოთხი თვის განმავლობაში მათ კოალიციის ფორმირებაში აფერხებდა.
სესია „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და „სოციალ-დემოკრატებს“ შორის რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, რომელიც გვიან ღამით დასრულდა, დილით ადრე კი კვლავ განახლდა.