გერმანიამ საფრანგეთს კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების მკურნალობა შესთავაზა
გერმანიამ საფრანგეთს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა შესთავაზა.
საფრანგეთის აღმოსავლეთით, ელზასის რეგიონიდან, სადაც ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო, საავადმყოფოებს პაციენტების ნაკადთან გამკლავება უჭირთ, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, ოთხ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ერთ სამხედრო ჰოსპიტალში პირველ ეტაპზე სულ 10-მდე პაციენტს გადაიყვანენ.
ამ დროისთვის, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას უკვე გადის საფრანგეთიდან გადაყვანილი ორი პაციენტი.